საღვთისმსახურო წიგნი “კურთხევანი” (ბერძნულად “ევქოლოგიონ”) მართლ-მადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული მსახურების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრებულს წარმოადგენს. სასულიერო მწერლობის ზემოაღნიშნული არსებითი ნა-წილის ამსახველი კურთხევითი დანიშნულების ცალკეული წეს-განგებები და ლოცვები არაერთ ქართულ ხელნაწერს შემოუნახავს, რომელთა განხილვასაც აქ არ შევუდგებით. ამ ლოცვებისა და ქმედებების უმთავრესი ფუნქცია მღვდელ-მოქმედებითად, ლიტურგიკული მადლმბოძებლობის გზით, ადამიანთა ხსნის საღ-მრთო განგებულების თანაზიარება გახლავთ.
თანამედროვე ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში სხვადასხვა წელს დასტამბული რამდენიმე `კურთხევათა~ კრებული გამოიყენება, რომლებშიც ლა-ხვრის ლოცვა, უფრო ზუსტად `…სნეულსა ზედა წმიდისა ლახურითა~ ლოცვაა მოცემული. ქვემოთ გვსურს მთავარი ყურადღება ამ წეს-განგებაზე გავამახვი-ლოთ, რათა წარმოვაჩინოთ მისი აღსრულების ლიტურგიკული თავისებურებები.
2004 წელს გამოცემულ `კურთხევანში~, რომელიც 1826 წელს მოსკოვში, უწმიდესი სინოდის ლოცვა-კურთხევით დაბეჭდილი `კურთხევანის~ განმეორები-თი გამოცემაა (გამომცემელი აწ გარდაცვლილი დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი), მოცემულია ლოცვა `…სნეულსა ზედა წმიდისა ლახურითა~ მოკლე ტიპიკონური მითითებებით, კერძოდ: `კაცს რაჟამს იგი სნეულება სჭირდეს რაიმე, მღვდელი მივალს სადი… , ჯუარსა გამოჰსახავს მას ზედა წმიდითა ლახურითა. კურთხე-ულარსი. წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო, მამაო ჩუენო. რამეთუ შენი არს სუ-ფევა. და ტროპარი ესე (კურთხევანი 2004ა: 455): `ჯუარცმითა შენითა ქრისტე…~, `მო-მიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან…~, `ლახურითა განიგმირე მხსნელო…~, შეგვიწყა-ლენი და განტევება~.
გამომცემლობა `ნათლისმცემელის~ მიერ 2004 წელს გამოცემულ `მცირე კურთხევანში~ მოცემულია `ლოცვაი სნეულსა ზედა (ლახვრით, ჯუარით)~ (მცირე კურთხევანი 2004ბ: 239). აქ ზემომოხმობილი სამი ტროპრის გარდა შემდეგ მითითე-ბებსაც ამოვიკითხავთ: შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო… (მრჩობლი კვერექსი – დკ. ბ.გ.), შეისმინე ჩუენი… (ასამაღლებელი – დკ. ბ.გ.) და ქრისტემან ჭეშმარიტმან … (განტევება – დკ. ბ.გ.).
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთ სლავურ კურთხევან-საც შევეხებით.
მოსკოვის საპატრიარქოს მიერ 2012 წელს გამოშვებულ კურთხევანში ჩარ-თულია ლახვრის ლოცვა სათაურით: `Егда крест творит священник на страсть недуга со святым копиём~, რასაც თან ახლავს კონკრეტული მითითებებიც, კერძოდ: `მღვდელი პროსკომიდიის დროს ჯვრის სახედ შთაფლავს ლახვარს წყალში, ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ამ წყალს შეასმევს და სცხებს ავადმყო-ფებს. უკეთუ ინებებს (მღვდელი – დკ. ბ.გ.) წაიკითხავს კანონს: `გარე მოცული მრავალთა განსაცდელთაგან~… (კურთხევანი 2012: 516). ხსენებული კანონის შესახებ განვმარტავთ, რომ აქ იგულისხმება (თეოსტირიკტა მონაზონის მიერ დაწერილი) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავედრებელ პარაკლისში ჩართული ჰიმნოგრაფი-ული კანონი, რომელიც იწყება ძლისპირით: `ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა,~… (ჟამნი 1899: 583).
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში 1893 წლის სინოდალური გამოცემის `კურთ-ხევანში~ `ლახვრის ლოცვა~ შეტანილი არ არის. იგი არ ფიქსირდება არც მირ-ქმის მონასტრის მიერ 2013 წელს მოსკოვში გამოცემულ ოთხტომეულში და ა.შ.
ზემოაღნიშნული იმაზე მიანიშნებს, რომ ლახვრის ლოცვა საყოველთაოდ გავრცელებული არ ყოფილა, და მას, პრაქტიკულად, ზოგიერთი მონასტრისა თუ ტაძრის მღვდელმსახურნი აღასრულებდნენ.
აქვე მოკლედ შევეხებით სხვადასხვა წყაროში არსებულ მოსაზრებებს ლახვრის ლოცვის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ცნობილი ლიტურგისტი არქიეპისკოპოსი ბენიამინი (კრასნოპევკოვი, 1739-1811) თავის წიგნში `Новая Скрижаль~ განიხილავს რა `ლახვრით ლოცვას სნეულსა ზედა~ (`Последование, егда крест творит священник на страсть недуга со святым копием~) შენიშნავს, რომ `აღმოსავლეთის ქრისტიანები ჯანმრთელობის შენარ-ჩუნებისათვის უმთავრეს იმედს სულიერ მკურნალობაზე ამყარებენ, რისთვისაც წმიდა ნაწილებთან და სხვა სიწმინდეებთან შეხებას, მღვდელმოქმედებით გან-წმენდილი ნივთიერების ცხების ყველა (შესაძლო – დკ. ბ.გ.) სახეს იყენებენ. … მსგავსადვე, წმიდა ლახვრით დასახავენ ჯვარს წყალს და ამ წყალს იყენებენ ავადმყოფთათვის. აღნიშნული ქმედება (უმთავრესი – დკ. ბ.გ.) შემადგენელია აღნიშნული წეს-განგებისა~ (ბენიამინი 1908: 512).
მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოცემული `მღვდელმსახურის სამაგიდო წიგნი~ მიანიშნებს `სპეციალური წესით განწმენდილ წყალზე…, რომელიც მღვ-დლის მიერ სათანადო ლოცვების წარმოთქმისას (იგულისხმება ეკლესიის მიერ კურ-თხევანში განჩინებული `ლოცვა სნეულსა ზედა ლახვრით~ – დკ. ბ.გ.) პროსკომიდიაზე გამო- ყენებული ლახვრიდანაა ჩამოდენილი~ (სამაგიდო…1983: 392).
წმიდა ვლადიმერის სახელობის კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ტი-პოგრაფიაში 1903 წელს (პირველად) დაბეჭდილ `მღვდლის სამაგიდო წიგნში~ ამ წეს-განგებასთან დაკავშირებით შემდეგი მითითებებია მოცემული: `იმ შემთხვე-ვაში, თუ ვინმე თხოვნით მიმართავს მღვდელს ამ წესის აღსრულებისთვის, იგი იმ წმ. ლახვრით უნდა შესრულდეს, რომელიც პროსკომიდიაზე წმიდა ტარიგის ამოსაღებად გამოიყენეს; და ყოველივე უნდა აღესრულოს უკურთხებელ წყალზე. ავადმყოფები შემდგომად მღვდელ-მოქმედებისა სვამენ და იცხებენ ამ წყალს (ანუ წაისვამენ – დკ. ბ.გ.)…~ (სამაგიდო 1995: 135).
ამგვარად, `ლოცვა სნეულსა ზედა ლახვრით~ შემდეგი თანმიმდევრობით აღესრულება: მღვდელი პროსკომიდიის დროს, პირველი სეფისკვერიდან ტარიგის ამოღების და დაკვლის შემდგომ უგმირავს მის მარჯვენა გვერდს ლახვრით. ამ დროს წაიკითხავს ლოცვას: `ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერ-დი მისი…~ და შემდგომი. დიაკონს ხელთ უპყრია ორი ჭურჭელი ერთი ღვინით და მეორე წყლით სავსე და მიმართავს მღვდელს: `აკურთხე, მეუფეო, წმიდაი შე-ერთებაი~. მღვდელი ჯუარს დასახავს და წარმოთქვამს ლოცვას: `კურთხეულ არს შეერთებაი წმიდათა შენთაი…~, რის დროსაც დიაკონი ჩაასხამს ღვინოსა და წყალს ბარძიმში.
მღვდელი `შეერთების~ შემდგომ პროსკომიდიისათვის განკუთვნილ ჭურჭე-ლში დარჩენილ წყალზე კითხულობს (ჯვარცმასთან დაკავშირებულ) სამ ლოც-ვას `კურთხევანიდან~: `ჯუარცმითა შენითა ქრისტე…~; `დიდება~ _ `მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან…~ `აწ-და~ _ `ლახურითა განიგმირე მხსნელო…~ (კურთხევანი 2004ა: 455).
თითოეული ლოცვის წაკითხვის დროს იგი წმიდა ლახვარს (რითაც ამო-ღებულ იქნა ტარიგი) შთაფლავს წყალში და გამოსახავს ჯვარს. ნაკურთხი წმინდა წყალი საღმრთო ლიტურგიის დასრულებამდე დარჩება საკურთხეველში, რის შემდეგაც მღვდელი საკურნებელად მას ავადმყოფს გამოუტანს, რომელსაც იგი დიდი კრძალულებით მოსვამს და წაისვამს სხეულზე.
შენიშვნა: ავადმყოფის მიერ ზემოხსენებული ნაკურთხი წყლის გამოყენე-ბამდე, უკეთუ ინებებს მღვდელი წაუკითხავს მას ჰიმნოგრაფიულ კანონს: `გარე მოცული მრავალთა განსაცდელთაგან~… (იხ. ზემოთ).
აღსანიშნავია, რომ ლახვრის ლოცვის არასწორად აღსრულების გამო უკმაყოფილებას არაერთი გამოცდილი მოძღვარი გამოთქვამს, რომელთა საერთო შინაარსი შემდეგია: `მავანნი პროსკომიდიის ლახვრით მამაკაცის გენიტალიებს ჩხვლეტენ, ქალისაში კი შედიან და ირწმუნებიან, რომ ასე განკურნავენ მამაკა-ცურ სისუსტეს და ქალს შვილოსნობას მიანიჭებენ. ამგვარი უცნაურობები ფრი-ად მავნეა და სახელს უტეხავს ეკლესიას. თუმცა, ძალზე ძნელია მათთან ბრძოლა, რადგან `მკურნალებს~ გარს ახვევიათ სხვადასხვა გვარის შეპყრობი-ლები, რომლებიც მზად არიან ყელში სწვდნენ ნებისმიერს ლახვრიანი `კეთი-ლისმყოფელის~ დასაცავად. … ლახვრით `ჩხვლეტები~ სხვა არაფერია, თუ არა არაეკლესიური ქმედებები, განხორციელებული საკუთარი პოპულარიზაციის მსუ-რველი ფსევდოხუცესებისა და მათი უმეცარი მიმდევრებისა. ასეთ მღვდლებს უნდა ვერიდოთ~ (იღუმენი ალიპი).
შევაჯამებთ ყოველივე ზემოთქმულს და ვიტყვით:
1. ლიტურგიკული პრაქტიკა ნამდვილად იცნობს ლახვრის ლოცვას, თუმ-ცა იგი საყოველთაოდ გავრცელებული როდია;
2. აღნიშნული წეს-განგება საკურთხეველში აღესრულება და ნაკურთხი წყალი წირვის დასრულების შემდეგ კურნების მიზნით მიეცემათ ავადმყოფებს;
3. ლახვრის წყალში ჯვრის სახით შთაფვლა, სათანადო ლოცვების წარ-მოთქმით, წყლის კურთხევის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, ხოლო ამგვარად ნაკურ-თხი წყალი კურნებით თვისებებს იძენს;
4. მღვდელმსახურის მიერ ამ წეს-განგების აღსრულებისას ლახვრით ავად-მყოფის სხეულზე ჩხვლეტა ან სხვა მსგავსი უცნაური შეხებები არ აღესრულე-ბა.
და ბოლოს, ეკლესიის წიაღში აღსრულებული თითოეული წეს-განგება განსაკუთრებული შინაარსის მატარებელია, რის გამოც ზუსტად უნდა დავიცვათ საეკლესიო განჩინებები, რათა მოციქულის შეგონებისამებრ: `ყოველივე შუენიე-რად და წესიერად იქმნებოდენ~ (I კორ. 14, 40). ამინ.
დამოწმებული ლიტერატურა:
ბენიამინი 1998: Архиепископ Вениамин (Краснопевков). Новая скрижаль. Санкт-Петербург: 1998.
კურთხევანი 1893: Требник. Москва: Издательство Московской патриархии Рус- ской Православной Церкви, 2012.
კურთხევანი 2004ა: კურთხევანი. გამომცემელი დეკანოზი იოანე გივიშვილი- ამილახვარი. თბილისი: 2004.
კურთხევანი 2004ბ: მცირე კურთხევანი. თბილისი: გამომცემელობა `ნათლის- მცემელი~, 2004.
კურთხევანი 2012: Требник. Москва: Издательство Московской патриархии Рус- ской Православной Церкви, 2012.
კურთხევანი 2013: Требник. Москва: Издательство Сретенского монастыря, 2013.
სამაგიდო….1983: Настольная книга ჩвященнослужителя, т.IV. Москва: издание Московской Патриархии, 1983.
სამაგიდო 1995: Настольная книга ჩвященника (Решение недоуменных вопросов из пастырской практики). Москва: `Книга по требованию~, Издатель- ство `Паломник~, 1995. Отпечатан (первое издание) в типографии Ки- евского Императорского университета им. святого Владимира, 1903.
0 Responses on დეკანოზი ბიძინა გუნია - "ლახვრის ლოცვა" და მისი აღსრულების თავისებურებანი"